შსს ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსს აცხადებს

საქართველო, თბილისი - 13:39 | 19.01.2018
ნანახია: 840

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა, რომელიც ოჯახური დანაშაულის ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. დეპარტამენტი ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციის შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას უზრუნველყოფს.

დეპარტამენტის პრეზენტაცია 23 იანვარს გაიმართება. ღონისძიებას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან. მიმდინარეობს კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: http://hr.police.ge/select-vacancies/.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე