კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუკავშირდეს, მაგრამ მუქარის, ოჯახში მისვლის და ნივთების დაყადაღების უფლება არა აქვს - ადვოკატი ბესო სილიკაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:57 | 18.01.2018 ნანახია: 20578პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვლება, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრის მოძიება შეიძლება, რაც სამართალდარღვევა არ არის. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს.
აღნიშნულ საკითხს საზოგადოებაში არაერთგვარი გამოხმაურება მოჰყვა. რა შემთხვევაშია შესაძლებელი მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოეთხოვოს; რა ხერხებს მიმართავენ სესხის ამომღები კომპანიები; აქვს თუ არა უფლება აღსრულების ბიუროს კერძო, იურიდიულ პირთან აწარმოოს შეთანხმება ამოღების ფორმებზე? - ახალი ამბების სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს ადვოკატმა ბესო სილიკაშვილმა უპასუხა.
მისი თქმით, არც ბანკებს, არც ონლაინ მსესხებლებს, არა აქვთ უფლება ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ მოვალეები.
__ ნამვდილად არის თუ არა შესაძლებელი, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამართალმემკვიდრეს მოუწიოს ვალის გადახდა?
_ შესაძლებელია მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოსთხოვო, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაში. როცა მამკვიდრებელი გარდაიცვლება, კრედიტორს უფლება აქვს მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოსთხოვოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრე მამკვიდრებლის ქონებას მიიღებს. ვიმეორებ, იმისათვის რომ მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი დააკისრო, რამდენიმე პირობა ერთად უნდა არსებობდეს.
__ რა პირობებია ესენი?
_ პირველი, სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა გასული უნდა იყოს. მეორე, 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მემკვიდრეს ქონება მიღებული უნდა ჰქონდეს. როცა აიღებენ საბუთს, რომ იმ ადამიანმა მისი მოვალის ქონება მემკვიდრეობით მიიღო, შეუძლიათ სასამართლოში მივიდნენ და საუვარის დაკისრება მოითხოვონ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ ქონების ფარგლებში, რა ქონებაც მან მიიღო. თავისი პირადი ქონებით მემკვიდრეს ვერავითარ შემთხვევაში პასუხს ვერ აგებინებენ.
__ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ქონება შეგნებულად არ მიიღო, რა ხდება?
_ თუ 6 თვიანი ვადა გავიდა და მამკვიდრებელმა ქონება შეგნებულად არ მიიღო, რომ გადახდას აარიდოს თავი, ასეთ შემთხვევაში, უნდა დამტკიცდეს რომ ეს ადამიანი გარდაცვლილის პირდაპირი მემკვიდრეა, შემდეგ უნდა დამტკიცდეს რომ ეს ქონება მამკვიდრებელს ეკუთვნის, მერე უნდა აიღონ საბუთი რომ მემკვიდრეობა არ მიუღია და სასამართლოს მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, მას სხვა გზა აღარ დარჩება, ქონება ან უნდა მიიღოს, ან უარი განაცხადოს.
__ ყველა სახის ვალზეა შესაძლებელი სამართალმემკვიდრის მოძიება?
_ იპოთეკურ, სამომხმარებლო სესეხებზე, განვადებებზე შეუძლიათ სამართალმემკვიდრე მოიძიონ, მაგრამ უფლება არ აქვთ, სახლში მივიდნენ, ნივთები აღწერონ და რაღაცეები მიიღონ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა