უკრაინის რადამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც რუსეთს აგრესორ ქვეყნად აღიარებს

საქართველო, თბილისი - 13:58 | 18.01.2018
ნანახია: 880

უკრაინის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დონბასის რეინტეგრაციის შესახებ. დოკუმენტს მხარი 280-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კანონს ხელი სახელმწიფოს მეთაურმა უნდა მოაწეროს. ის ძალაში ოფიციალურ პრესაში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა.

დოკუმენტი პრეზიდენტს უფლებას აძლევს მშვიდობიანობის დროს  რეგიონში გამოიყენოს შეირაღებული ძალები სუვერენიტეტის დასაცავად. ის დააკანონებს აღმოსავლეთით ომის გამოუცხადებლად არმიის გამოყენებას.

კანონი კიევის მიერ არაკონტოლირებად დონბასის ტერიტორიას ოკუპირებულად აღიარებს, რუსეთს კი - აგრესორ ქვეყნად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე