რუმინეთს ქალი პრემიერი ეყოლება

საქართველო, თბილისი - 09:56 | 18.01.2018
ნანახია: 800

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში რუმინეთში პრემიერ-მინისტრი მესამედ შეიცვალა.

მიხაი ტუდოსის მოულოდნელი გადადგომის შემდეგ მთავრობის მეთაურის პოსტს სავარაუდოდ ვიორიკა დანჩილა დაიკავებს, რომლის კანდიდატურაც პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა.

54 წლის დანჩილა ევროპარლამენტის წევრია.

იმ შემთხვევაში თუ ის მმართველი პარტიის მხარდაჭერას მოიპოვებს, ქვეყნის ისტორიაში პირველი პრემიერი ქალი გახდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე