კლუბ „ბასიანთან“ მომხდარ ინციდენტში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 13:20 | 17.01.2018
ნანახია: 944

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქალაქო სასამართლოს განჩინება გააუქმა და ერთი სამართალდამცავისა და კლუბ  "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებულ თამაზ ქვლივიძეს პატიმრობა შეუფარდა. 

ცნობისთვის, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ბრალდებულის გირაოთი გათავისუფლება, სააპელაციოში პროკურატურამ გაასაჩივრა. 

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი სამართალდამცველისა და კლუბ "ბასიანის" დაცვის ორი წევრის დაჭრაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე