შესანიშნავი გენები და ზედმეტი წონა - ექიმი ტრამპის ჯანმრთელობაზე

საქართველო, თბილისი - 12:55 | 17.01.2018
ნანახია: 874

ამერიკის პრეზიდენტის მკურნალი ექიმი რონი ჯექსონი ჟურანალისტების წინაშე გამოვიდა და დონალდ ტრამპის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, პრეზიდენტი სრულიად ჯანმრთელია. მხოლოდ არ აწყენდა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის დაკლება და ყოველდღიური ფიზიკური ვარჯიში.

„პრეზიდენტს საუკეთესო მაჩვენებლები აქვს და სრულიად ჯანმრთელია. სავარაუდოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საპრეზიდენტო ვადის განმვალობაში არ შეიცვლება“, - განაცხადა ექიმმა.

ამერიკის პრეზიდენტი 71 წლის და რვა თვისაა, მისი წონა 108 კგ-ს შეადგენს, სიმაღლე 190 სანტიმეტრს, არტერიული წნევა კი 122  74-ზე აქვს.

მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ტრამპი არასდროს ეწეოდა და არ სვამდა, ამასთან არ იცავს ცხოვრების ჯანსაღ წესს, არ ვარჯიშობს და ძალიან უყვარს ფასტფუდი. ის ფსიქიკურად ჯანმრთელია, თუმცა მედიასა და ექპერტებს ამ თემით სპეკულირება უყვართ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე