საპირფარეშოში 1,5 მეტრ სიგრძის პითონი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 13:56 | 16.01.2018
ნანახია: 1466

საფრანგეთის ქალაქ გრენობლის მკვიდრმა თავისი სახლის საპირფარეშოში პითონი იპოვა, რომელიც მასთან კანალიზაციის მილიდან მოხვდა.
რადიოსადგურ France Bleu-ს ცნობით, ქვეწარმავლის სიგრძე 1,5 მეტრს შეადგენდა.

დასახმარებლად მამაკაცმა სპეციალიზირებული სახანრძო ბრიგადა გამოიძახა, რომელმაც გველი გამოიყვანა. პითონი ვეტერინართან მიიყვანეს, მაგრამ ის მალევე საკანალიზაციო მილებში არსებული ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად მოკვდა.

როგორც გაირკვა, გველი ქვედა სართულის ბინიდან კანალიზაციის მილში გაძვრა. გამოცემის ცნობით, სახლის პატრონმა პითონის დაკარგვის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ განაცხადა.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე