შერონ სტოუნი სიკვდილს გადაურჩა -მსახიობმა მძიმე ავადმყოფობა დაამარცხა

საქართველო, თბილისი - 12:41 | 16.01.2018
ნანახია: 2059

ჰოლივუდის მსახიობმა შერონ სტოუნმა ტელეარხ CBS-თან ინტერვიუში აღიარა, რომ ეკრანებიდან მისი ხანგრძლივი გაუჩინარება ინსულტს უკავშირდება, რომელიც მან 2001 წელს გადაიტანა.

მისი თქმით, გადარჩენის შანსი მხოლოდ ხუთ პროცენტს შეადგენდა. გადატანილმა ავადმყოფობამ კი გავლენა მოახდინა მის მეტყველაბასა და სიარულზე.

 „მთელმა ჩემმა ცხოვრებამ კატის კუდის ქვეშ გაიფრინა...არავის აინტერესებს გატეხილი ადამიანები, არავისთვის მითქვამს იმის შესახებ, თუ რა მოხდა ჩემს თავს... ეს (ჰოლივუდი) ის ადგილი არ არის, სადაც ურთიერთპატიება მეფობს“, - აღნიშნა მან ინტერვიუში.

სტოუნის თქმით, ტვინში სისხლჩაქცევის შემდეგ მან უჩვეული გრძნობა განიცადა. „დავინახე გიგანტური შუქის ნათება, რომელიც თავისკენ მიმათრევდა. თითქოს ჩემი სხეული დავტოვე და უცებ დავინახე გარდაცვლილი მეგობრებ და ის ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში  კარგად მეპყრობოდნენ. მე აღმოვჩნდი სადღაც სამყაროებს შორის. მოულოდნელად „ბახ!“ და ჩემს სხეულს დავუბრუნდი“, - აღნიშნა სტოუნმა.

ამჟამად მსახიობი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა. მან მონაწილეობა მიიღო სტივენ სოდერბერგის სერიალში Mosaic, სადაც ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. სერიალი ეკრანებზე მალე გამოვა. შერონი ორ აყვანილ ვაჟს ზრდის და როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს სამოცი წლის ასაკშიც კი 40 წლამდე ქალის მსგავსად გამოიყურება.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე