პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიება შეწყვიტა
საქართველო, თბილისი - 17:04 | 15.01.2018 ნანახია: 834საქართველოს პროკურატურაში დასრულდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარმოებული გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პროკურატურის განცხადებას ,,პრაიმნიუსჯორჯია'' უცვლელად გთავაზობთ:
"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს პ. პ., რომელიც დაკავების მომენტში გარდაიცვალა.
იმ ფაქტის გასარკვევად გარდაცვალება ხომ არ გამოიწვია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულმაქმედებამ, საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, კერძოდ, გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის უშუალოდ პ.პ.-ს ოჯახის წევრები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები.
თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პ.პ.-ს მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და მათ პ.პ.-ს ხელბორკილი ახსნეს დაუყონებლივ, როგორც კი ამ უკანასკნელმა შეუძლოდ იგრძნო თავი. ასევე დადგინდა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.
საქართველოს პროკურატურის მიერ მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ იქნა უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები. ასევე, საქმეზე ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.
ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერას დაფიქსირებული აქვს მხოლოდ პ.პ.-ს დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მათ მიერ სამხრე კამერის ჩართვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდა პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება. პატრულის თანამშრომლებმა გამოკითხვის დროს ასევე განმარტეს, რომ ისინი სამხრე კამერით უწყვეტად იწერდნენ კონფლიქტის მონაწილე პირებთან - გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოძახებული იქნა გამომძიებელთა ჯგუფი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამორთო სამხრე კამერა. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას, ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება და მოხდა მისი გარდაცვალება.
ამოღებულ სამხრე კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე" ჩანაწერების ავთენტიკურობისა და იმ ფაქტის გასარკვევად, ხომ არ მოხდა ჩანაწერების მონტაჟი ან/და დაკავების ამსახველი ჩანაწერის ხელოვნურად წაშლა, პროკურატურის მიერ დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. 2017 წლის 24 ნოემბრის და 2018 წლის 11 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად,პატრულის სამხრე კამერებსა და ავტომობილის ბორტის კამერაზე წაშლის ან მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა.
გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, პ.პ.-ს გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება გარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ.-ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი.
იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოიკვეთა, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა