ბრიტანული მოიერიშეები ცაში რუსული თვითმფრინავების შესახებ მიღებული სიგნალის შემდეგ აფრინდნენ

საქართველო, თბილისი - 16:19 | 15.01.2018
ნანახია: 947

დიდი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალების მოიერიშეები Typhoon-ი შოტლანდიის ლოსიმუტის ავიაბაზიდან აფრინდნენ. სავარაუდოდ ისინი ცაში რუსული თვითმფრინავების შესახებ მიღებული სიგნალის შემდეგ აიჭრნენ. ინფორმაცია მედიას თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

 „ვადასტურებთ ლოსიმუტის ავიაბაზიდან Typhoon-ის დაუყოვნებლივ რეაქციას. ეს ოპერაცია მოცემულ მომენტში მიმდინარეობს, ამიტომ არ შეგვიძლია მისიის დასრულების შემდეგ დამატებითი ინფორმაციის გაცემა“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.  „ვფიქრობ, საუბარია რუსულ თვითმფრინავებზე“, - აღნიშნა მან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე