მთავრობამ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პირობები განსაზღვრა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 19.11.2015
ნანახია: 1607

მთავრობამ პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პირობები განსაზღვრა.

პროგრამის მიხედვით, თანადაფინანსება იურიდიული პირებისათვის შეადგენს რეაბილიტაციის ღირებულების 70% (დღგ -ს ჩათვლით);

თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის შეადგენს რეაბილიტაციის ღირებულების 90% (დღგ -ს ჩათვლით) და დამატებით გასხვლის შემდგომ პირველივე წელს შესატანი სასუქების 50% (დღგ-ს ჩათვლით).

კოოპერაციის მაქსიმალური ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე კოოპერატივები ასევე დამატებით უსასყიდლოდ მიიღებენ ჩაის პირველადი დამუშავებისათვის საწარმოო მანქანა-დანადგარებს, მოწყობილობებსა და ინვენტარს.

პროგრმის ბენეფიციარებისათვის განხორცილდება ტექნიკური დახმარება, რომელიც ითვალისწინებს დახმარებას: ჩაის სწორად დამუშავების ტექნოლოგიებში, მარკეტინგში, რეალიზაციის არხების შექმნაში;

2016 წელს პროექტის ბიუჯეტი დაგეგმილია 3 500 000 ლარის ოდენობით; ეს თანხა გათვალისწინებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე