ხაშურში ორი მოსწავლე დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 15.01.2018
ნანახია: 858

ხაშურში გამთენიისას სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. მათ დაზიანებები ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

დაჭრილი მოზარდები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, ამ დროისთვის, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 14 წლამდე ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე