გილოცავთ ქართული დროშის დღეს - გიორგი მარგველაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:18 | 14.01.2018
ნანახია: 921

გილოცავთ ქართული დროშის დღეს! დღეს - ჩვენი სამშობლოს სიამაყის, თითოეული საქართველოს მოქალაქის სიამაყის და იმ დიდი გამარჯვებების საწინდარის დღეს, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი, როგორც ამ ქვეყნისშვილი, მომავალშიც მივაღწევთ. გილოცავთ ბატონებო!," - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებსა და იუნკერებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ყველა რეგიონში, დროშის აღმართვის ცერემონიის მონაწილეებს, სახელმწიფო დროშები და დროშის გამოყენებისა და აღმართვის წესები გადასცა. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოსრამდენიმე რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.

სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა ,,შავნაბადა" შეასრულა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებსსაქართველოს მოსახლეობას შეუერთდეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და საკუთარი სახლებიდან გადმოფინოს სახელმწიფო დროშები. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანანაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი, ვანომჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა. ცერემონია მცხეთაშიც გაიმართა, სადაც ეროვნული დროშა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ბებრისციხეზე აღმართა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ბებრის ციხეზე დროშის აღმართვისას ანსამბლმა ,,მცხეთა", შეასრულა.

ქუთაისში, დროშას ექიმები აღმართავენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ "ქუთაისის" მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით. სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელსატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "სენაკი" შეასრულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე