თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 12:07 | 14.01.2018
ნანახია: 933

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას უამინდობის მიუხედავად ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

როგორც imedinews აეროპორტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ნისლის გამო გუშინ გადადებული რეისები უკვე აღდგენილია, დღეს კი შეფერხება არ დაფიქსირებულა.

გუშინ უამინდობისა და ნისლის გამო გადამისამართებული ხუთივე რეისის - დუბაი, შარჟა, კიევი, მოსკოვი და სოჭის თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში დაეშვა. მანამდე ისინი სხვადასხვა აეროპორტებმა მიიღო.

ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე