შვილმა დედა ყურსასმენების გამო მოკლა

საქართველო, თბილისი - 11:51 | 14.01.2018
ნანახია: 1660

შვილმა დედა ყურსასმენების გამო მოკლა, ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს. 

შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა. პოლიციამ დედის მკვლელობისთვის 28 წლის მამაკაცი უკვე დააკავა.

მედიის ცნობით, 68 წლის დედამ შვილის ოთახიდან ყვირილის ხმები გაიგონა. შვილი კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა და ოთახში დედის შესვლამ გააღიზიანა. შვილს შემთხვევით ყურსასმენები გაუტყდა და მომხდარი დედას დააბრალა. გაღიზიანებულმა შვილმა დედას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. 

ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე