რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ყოველი დღე ადამიანებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ - ანა ნაცვლიშვილი

საქართველო, თბილისი - 18:35 | 12.01.2018
ნანახია: 1109

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ნარკოდამოკიდებულება არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მოითხოვს, რომ მის დასაძლევად გაერთიანდეს მთელი საზოგადოება, მაგრამ ასევე სერიოზული პრობლემაა ის რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც ნარკოდამოკიდებულების მიმართულებით სახელმწიფოს აქვს.

ნაცვლიშვილის შეფასებით, ​ათწლეულებიავხედავთ რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას სახელმწიფოს მხრიდან და ამ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის დამანგრეველ შედეგებს კონკრეტულ ადამიანებზე და მთლიანად საზოგადოებაზე. 

"ნარკოდამოკიდებულება არის სერიოზული პრობლემა, რომელიც მოითხოვს, რომ მის დასაძლევად გაერთიანდეს მთელი საზოგადოება, მაგრამ ასევე სერიოზული პრობლემაა ის რეპრესიული პოლიტიკა, რომელიც ნარკოდამოკიდებულების მიმართულებით სახელმწიფოს აქვს. ეს პოლიტიკა, ფაქტია, რომ ნარკოდამოკიდებულებისშემცირების ან მისი დაძლევის მიმართულებით შედეგებს ვერ დებს და როდესაც დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა შედეგს არ გვაძლევს, ის უნდა შეიცვალოს. ვიტყოდი, რომ არათუ ნაადრევი, დაგვიანებულიც კი არის რეაგირება, რადგან ყოველი დღე, როდესაც ჩვენ ვინარჩუნებთ სტატუს-კვოს და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, ეს კონკრეტულ ადამიანებს უჯდებათ თავისუფლების და რიგ შემთხვევებში სიცოცხლის ფასად; საზოგადოებას უჯდება სერიოზული ფასი - ხდება ამ ადამიანების საზოგადოების ცხოვრებიდან გარიყვა და ნაცვლად იმისა, რომ ისინი შემობრუნდნენ და საზოგადოების სრულუფლებიანი და სრულფასოვანი ნაწილი გახდნენ, პირიქით, გარიყულები არიან და სერიოზული პრობლემები უჩნდებათ როგორც მათ, ასევე საზოგადოებას, ამიტომ ეს პოლიტიკა არის შესაცვლელი", -განაცხადა ნაცვლიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე