აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 15:42 | 12.01.2018
ნანახია: 942

აზერბაიჯანულ ჟურნალისტ აფგანმუხთარლის ადგილობრივმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა მუხთარლისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თავად ჟურნალისტი კი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა, მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანში დააკავეს. მას ბრალდება საზღვრის უკანონო კვეთას, კონტრაბანდას და მესაზღვრეების დაუმორჩილებლობას ედავება. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და თვლის, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი აზერბაიჯანის ხელისუფლებასთანააგარიგებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე