დავით კეზერაშვილი ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე გამართლდა

საქართველო, თბილისი - 14:05 | 12.01.2018
ნანახია: 7736

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ბიზნესმენებისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე გამართლდა. მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი ბრალეულობის დასადასტურებლად. 

სახელმწიფო ბრალდება თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ბიზნესმენების თამაზ და ზურაბ ნიჟარაძეებისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას ედავებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, 2010 წლის აგვისტოში, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში, თავის ბიზნესსაქმიანობაში, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი რანგის თანამდებობის პირების განსაკუთრებული მფარველობით სარგებლობდა, გადაწყვიტა გაეფართოებინა თავისი ბიზნესგავლენის სფეროები და ხელში ჩაეგდო ფოთის პორტში ნავთობპროდუქტების და მშრალი ტვირთების გადამუშავებასთან დაკავშირებული ბიზნესი.

პროკურატურის ცნობით, რამდენიმედღიანი ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის შემდეგ, ნიჟარაძეებმა კეზერაშვილს ქონება გადაუფორმეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე