პური უკვე გაძვირდა

საქართველო, თბილისი - 13:21 | 12.01.2018
ნანახია: 1458

რამდენიმე საცხობში პური უკვე 5-10 თეთრით გაძვირდა, - ამის შესახებ, რადიო ,,პალიტრას" გადაცემაში ,,საქმე" პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელმა, მალხაზ დოლიძემ განაცხადა.

,,ტარიფები იზრდება და ეს მეწარმისთვის მტკივნეულია, რადგან სწორედ ტარიფიდან გამომდინარე ხდება პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშება. ხოლო თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება - ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს," - განაცხადა დოლიძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე