ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული სასამართლოს ჩვენებას აძლევს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 12.01.2018
ნანახია: 794

თბილისის საქალქო სასამართლოში ამ წუთებში ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში ბრალდებული შსს ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

დღეს ბრალდების მხარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს,  იმჟამინდელ პატრულ-ინსექტორს, გიორგი ბაშალეიშვილს დაკითხავს. გამოძიების ვერსიით, სწორედ მისი იარაღიდან მოხდა გასროლა. ის  გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით 2006 წელს გასამართლდა.

საქმის პროკურორის, გიორგი ოსაძის განცხადებით,ბაშალეიშვილი დღევანდელ სხდომაზე იტყვის, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს იარაღი არ დახვედრია. 

"გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში ის აცხადებს, როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა და იქ მყოფი პირების დაკავება ხდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი მათან არ ყოფილა.ამასთან ადასტურებს, რომ პატაკი რომელიც მის მიერაა შედგენილი, დაწერილია ზეწოლის შედეგად და მასში აღწერილუ ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება",- აცხადებს ოსაძე.

შეგახსწბებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე 5 პირი: გურამ დონაძე, ირაკლი ფირცხალავა, ზაზა ბაქრაძე, დავით იაშვილი და ზურა მიქაძეა ბრალდებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე