Vogue ნოკოლ კიდმანისა და მარგო რობის ფოტოს გამო რასიზმში დაადანაშაულეს

საქართველო, თბილისი - 16:32 | 11.01.2018
ნანახია: 1206

ჟურნალ Vogue-ის ბრიტანული ვერსიის თებერვლის გარეკანი გააკრიტიკეს. ავსტრალიელი მსახიობების ნიკოლ კიდმანისა და მარგო რობის ერთობლივი ფოტოსურათის გამო მკითხველებმა გამომცემლები რასიზმში დაადანაშაულეს.  ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.

კრიტიკოსების აზრით, ჟურნალმა „ზედემტად თეთრი“ გმირები შეარჩია. ზოგიერთი მკითხველის თქმით, ჟურნალს „რასობრივი მრავლაფეროვნების დემონსტრირება არ სურს“.

 „კარგი იქნებოდა გვეხილა  სხვადასხვა ეროვნების ხუთი გოგონა და არა ორი ქერა“, „გამოაქვეყნეთ შავკანიანი ქალების ფოტოებიც“, - აღნიშნავენ ჟურნალის მკითხველები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე