ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთმა ქალიშვილმა ბიჭის ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 14:41 | 11.01.2018
ნანახია: 1398

ანჯელინა ჯოლის კიდევ ერთმა ქალიშვილმა კაბებზე უარი თქვა და ბიჭის ტანსაცმლის ჩაცმა დაიწყო. 13 წლის ზაქარა აქამდე მხოლოდ რომანტიკულ კაბებს ატარებდა.

მაგრამ, როგორც ჩანს, დებმა ზეგავლენა მასზეც მოახდინეს. ნიუ-იორკში National Board of Review Awards-ის ცერემონიაზე ვარსკვლავის აყვანილი ქალიშვილი შავი კოსტიუმით წარსდგა.

ოჯახში ბიჭის ტანსაცმელი პირველად ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უფროსმა ბიოლოგიურმა ქალიშვილმა შაილომ შეიყვარა.

გოგონა ოთხი წლის ასაკიდან მოითხოვს, რომ მას ჯონი დაუძახონ და მხოლოდ შარვლებს იცვამს.

ცოტა ხნის წინ უფროსი დის კვალს ჯოლის უმცროსი ქალიშვილი ვივიენიც გაყვა. ცხრა წლის ვივი ღონისძიებებზე ბიჭის შარვლით უკვე არაერთხელ გამოჩნდა.

ამბობენ, რომ გოგონაზე მშობლების განქორწინებამ იმოქმედა. მაგრამ ანჯელინა ფიქრობს, რომ მისი ქალიშვილი ამ ფორმით თავის ინდივიდუალობას გამოხატავს.

National Board of Review Awards-ის პრემიაზე დედას 11 წლის შაილოც ახლდა. გოგონამ ამ ჯერზეც პიჯაკი და შარვალი შეარჩია.

ცოტა ხნის წინ შაილომ სნოუბორდით სეირნობისას ხელი მოიტეხა, ამიტომ წითელ ხალიჩაზე ის შეხვეული ხელით გამოჩნდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე