ნუცუბიძეზე კორპუსში გაჩენილის ხანძარი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 13:53 | 11.01.2018
ნანახია: 825

თბილისში, ნუცუბიძის მეოთხე მიკრორაიონში, 28-ე კორპუსში გაჩენილის ხანძარი ლიკვიდირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბინის მფლობელის განცხადებით, ბავშვმა სახლში სანთელი ანთებული დატოვა და სწორედ ეს გახდა ხანძრის გამოწვევის მიზეზი. 

სახლში ამ დროს არავინ იმყოფებოდა. პირველ არხს ბინის მფლობელმა განუცხადა, რომ ბავშვმა სახლში სანთელი ანთებული დატოვა.

ადგილზე იმყოფებოდა ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე