ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში
საქართველო, თბილისი - 18:35 | 10.01.2018 ნანახია: 1062საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ქართული ხელნაწერები UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში" გაიხსნა.
2017 წლის ბოლოს საერთაშორისო რეესტრში უკვე მესამედ შეიტანეს ეროვნული არქივის მიერ წარდგენილი ნომინაცია, ამჯერად - სახარება-პალიმფსესტი IX-X, XII-XIII, XIV სს.
ექსპოზიციაზე სწორედ იმ ხელნაწერებისა და ისტორიული საბუთების დედნები და ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი, რომლებიც 2013 წლიდან UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში მოხვდა. მათ შორისაა:
2017 წელი – სახარება-პალიმფსესტი, IX-X, XII-XIII, XIV სს.
ხელნაწერის ფურცლების დიდი ნაწილი პალიმფსესტურია. შიგადაშიგ ორმაგი პალიმფსესტებიც გვხვდება, რომლებშიც ქრონოლოგიურად სამი ფენა იკვეთება: უძველესი ფენა ასომთავრულია, ამ ეტაპზე იგი IX-X საუკუნით შეიძლება დათარიღდეს; XII-XIII საუკუნეებით დათარიღებული შუა ფენა ნუსხურია;ზედა, მესამე ფენაც ნუსხურადაა ნაწერი და შეიძლება უხეშად XIV საუკუნით დათარიღდეს.
ზედა, ქრონოლოგიურად ბოლო ფენის გადამწერი და შიგადაშიგ გამცხოველებელი არის ვინმე გიორგი, ხოლო მომგებელი - ბერი ესტატე.
ხელნაწერში მრავლად გხვდება ანდერძ-მინაწერები (XIII-XVIII სს.), რომლებიც შესრულებულია როგორც ასომთავრულით, ასევე ნუსხურითა და მხედრულით. შესაბამისად, ამ ხელნაწერის პალიმფსესტურ ფენებსა თუ ანდერძ-მინაწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე ეტაპი.
ხელნაწერი ეროვნულ არქივში შემოსულია 1924 წელს თორტიზის მონასტრიდან. მისი შესწავლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
2015 წელი – 8 უძველესი ხელნაწერი:
- ანბანდიდი სახარება (IX ს.);
- ფსალმუნი (ფრაგმენტი, X ს.);
- ლექციონარი (ფრაგმენტი, X ს.);
- ნევმირებული საგალობლები (ფრაგმენტი, X-XI სს.);
- ვენახის წყალობის დაწერილი მანგლელ-თბილელი იოვანესი ქორეპისკოპოს დანიელ ნექისძისადმი (1440/1462 წწ., პალიმფსესტი);
- შეუვალობის სიგელი მეფე ალექსანდრე დიდისა მაკუჭაძეებისადმი (1441 წ. პალიმფსესტი);
- შეუვალობის განახლების სიგელი მეფე გიორგი VIII-ისა სვეტიცხოვლისადმი (1447 წ. პალიმფსესტი);
- მარხვანი (XIII-XIV სს. პალიმფსესტი).
2013 წელი – ვახუშტი ბატონიშვილის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა".
ატლასი ჩასმულია მწვანე ფერის მოზაიკურ მუყაოს ყდაში, შედგება 19 რუკისა და ბაგრატიონთა 2 გენეალოგიური სქემისგან. ავტოგრაფი ეროვნულ არქივში 1925 წელს სანკტ-პეტერბურგის სალტიკოვ-შჩედრინის ბიბლიოთეკიდან შემოვიდა. 1745 წლის ხელნაწერი ატლასი სრულად არის შემონახული.
ნაშრომში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ჩართული იყო რუკები, ქრონიკები, კინკლოსი და საძიებელი. სავარაუდოდ, აზიის მუზეუმში მოხვედრისას ხელნაწერი დაიშალა და ატლასი ცალკე აიკინძა. დღეისათვის ეროვნულ არქივში ვახუშტის ატლასი და „აღწერა სამეფოსა საქართველოსა" ორი ხელნაწერის სახითაა დაცული.
ნაშრომით ვახუშტი ბატონიშვილმა დაგვიტოვა საქართველოს პირველი სრული და საფუძვლიანი გეოგრაფიული აღწერა.
ექსპოზიციაზე ფართო საზოგადოებას საშუალება მიეცემა დეტალურად გაეცნოს ყველა იმ ქართულ დოკუმენტს, რომელთაც მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა.
გამოფენა 10 თებერვლამდე გაგრძელდება, დათვალიერება თავისუფალია.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა