სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 102 აუდიტს ჩაატარებს

საქართველო, თბილისი - 18:24 | 10.01.2018
ნანახია: 826

სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018 წელს 102 აუდიტს ჩაატარებს. 

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აუდიტებით დაიფარება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 86%. 

მათი ცნობით, 2017 წელთან შედარებით, რაოდენობა 16 აუდიტით (19%-ით), ხოლო ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5%-ით იზრდება.

ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 11,112,289 ლარია, მაშინ როდესაც გასულ წელს ეს მაჩვენებელი 9,463,759 ლარი იყო. 

მათივე ინფორმაციით, 25 უწყებაში ფინანსური აუდიტი ჩატარდება, 58 უწყებაში შესაბამისობის აუდიტი, ხოლო 19 უწყებაში ეფექტიანობის აუდიტი. 

2018 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ჩაატარებს ფინანსურ და შესაბამისობის გაერთიანებულ აუდიტს, რომელიც გასულ წელს 19 უწყებაში ჩატარდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე