„ძალადობა - დანაშაულია, მაგრამ დაჟინებული ან უხერხული ფლირტი - არა“ - კატრინ დენევი

საქართველო, თბილისი - 13:38 | 10.01.2018
ნანახია: 1414

ფრანგმა მსახიობმა კატრინ დენევმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ კამპანიას - #MeToo-ს ზნეობრივი წესების მოჩვენებითი დაცვა უწოდა.

დენევმა და 100-მდე ცნობილმა ქალმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც გაზეთ Le Monde-ში გამოქვეყნდა.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ მამაკაცის უფლება „ქალებს აეკიდონ“ სექსუალური თავისუფლების ნაწილია.

 „ძალადობა - დანაშაულია, მაგრამ დაჟინებული ან უხერხული ფლირტი - არა“, - აღნიშნულია წერილში.

წერილის ავტორების თქმით, კინოპროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის საქმის ფონზე სექსუალური შევიწროების პრობლემას დიდი ყურადღება დაეთმო, მაგრამ „ამ სიტყვის თავისუფლებას წინააღმდეგობამდე მივყავართ“.

შეგახსენებთ, კამპანია #MeToo, რომელიც სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული, ჰარვი ვაინშტაინის გარშემო შექმნილი სკანდალისა და ბრალდებების გამო დაიწყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე