პური შესაძლოა გაძვირდეს

საქართველო, თბილისი - 18:44 | 09.01.2018
ნანახია: 1456

საქართველოში შესაძლოა პური 5-10 თეთრით გაძვირდეს.

პურპროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების მატება პურის ბაზარზეც აისახება.

პურპროდუქტების მწარმოებლების ნაწილი ამბობს, რომ პურის გაძვირება გარდაუვალია, რადგან უკვე უწევთ ფქვილზე მომატებული ფასის გადახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე