თბილისის მერმა შესაბამის სამსახურებს რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებული მდგომარეობის გამოსწორება დაავალა
საქართველო, თბილისი - 14:07 | 09.01.2018 ნანახია: 783თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის სავარჯიშო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.
დედაქალაქის მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრა დღესვე გაიმართოს და ადგილზე არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად მუშაობა დროულად დაიწყოს.
„სამუშაოები, რომელზეც შვიდი მილიონი დაიხარჯა, გასული წლის მაისში დასრულდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ადგილზე ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი, დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. შესაბამის სამსახურებს დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ იმ კომპანიის წარმომადგენლობას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა. აქ ჩვენი შვილები და მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. ამიტომ, ამ ყველაფერს არ დავუშვებთ, რადგან ჩვენ ხარისხზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გატარდება.
„ჩვენ თვალს არაფერზე დავხუჭავთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არსებული რეალობა შეიცვალოს და გამოსწორდეს, რადგან სიტუაცია კატეგორიულად მიუღებელია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
სპორტული ბაზა, რომელიც გასული წლის მაისში გაიხსნა, ოთხ ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული და 1000 გულშემატკივარზეა გათვლილი.
სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო, რომლის საბოლოო ღირებულება 6 932 650.64 ლარით განისაზღვრა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა