ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 13:05 | 09.01.2018
ნანახია: 877

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე კლინიკაში გადაიყვანეს.

აბესაძის ადვოკატების განცხადებით, მას დღეს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება.

8 იანვარს აბესაძის პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა. მომდევნო სასამართლო პროცესი 15 იანვარს, 13:00 საათზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. გუშინვე მოსამართლემ ოთარ აბესაძის ადვოკატის შუამდგომლობა, აბესაძისთვის დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების გამო, პროცესი გადადებულიყო, არ დააკმაყოფილა. 

შეგახსენებთ, რომ ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე