მეც ვიცნობდი იმ ბიჭებს და ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი - მაჩალიკაშვილის დედა

საქართველო, თბილისი - 12:55 | 09.01.2018
ნანახია: 864

მეც ვიცნობდი იმ ბიჭებს და ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი, - აცხადებს სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

მისი თქმით, ჩატაევის ჯგუფის წევრებს - ლიკვიდირებულ ასლანბეგ სოლტახმადოვს და დაკავებულ შოაიფ ბორზიევის სულ სხვა სახელებით იცნობდა და ისისნი სუს-ის მიერ გავრცელებული კადრებიდან ამოიცნო. მედიკო მარგოშვილის მტკიცებით, აღნიშნული კადრები 2 წლისწინანდელია.

,,მეც ვიცნობდი იმ ბიჭებს, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. თუ ასეთი დამნაშავეები იყვნენ, მთელი 2 წლის განმავლობაში რატომ დაიარებოდნენ თბილისშიც და ხეობაშიც?! შუბლზე არავის აწერია ტერორისტი. ჩვენთან სტუმრად თუ მოვიდა ვინმე, სტუმართმოყვარეობით ვიცით შემოპატიჟება, თუ ეს დანაშაულია, პირველ რიგში მე ვარ დამნაშავე, ჩემი შვილი კი არა. ეს ადამიანები მეზობლად მოდიოდნენ, ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მეჩეთში სალოცავად დადიოდნენ, საბანაოდ დადიოდნენ მდინარეზე. რამდენი ხანია აქ არიან. თუ იმათ ჩატაევთან ჰქონდათ კავშირი, ჩემი შვილი რა შუაში იყო. სხვა სახელებით ვიცნობდით მათ, გავრცელებული ვიდეო რომ ვნახეთ, მივხვდით რომ ესენი იყვნენ ეჭვმიტანილები. კადრები რომ ვნახე, მათი ნამდვილი სახელებიც მაშინ გავიგე - ჩვენ სეიფულა და აბდულათი ვიცნობდით",- თქვა მედიკო მარგოშვილმა.

სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე