პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო

საქართველო, თბილისი - 18:20 | 08.01.2018
ნანახია: 814

საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს აკადემიკოს მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. 

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალბატონ მარიკა ლორთქიფანიძის გარდაცვალების გამო. განსაკუთრებულია ის შრომა და ღვაწლი, რომელიც მარიკა ლორთქიფანიძემ გასწია 70 წლის განმავლობაში, ქვეყნის ისტორიის კვლევისა და ისტორიული მეცნიერების განვითარების საქმეში. მნიშვნელოვანია ის წვლილი, რომელიც მიუძღვის მას საქართველოს მომავალი თაობების აღზრდისა და განათლების საკითხში. მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და ახლობლებს ამ მძიმე წუთებში. ეს დანაკლისი უმძიმესია თანამედროვე ქართული მეცნიერებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე