რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 11:02 | 08.01.2018
ნანახია: 991

რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს. ამ დროისთვის, ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ის სამართალდამცავებმა  სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით კლინიკა ,,რუსთავის" ჩვილ ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანეს. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას გულისხმობს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე