უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:36 | 08.01.2018
ნანახია: 1193

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე, ,,მაიორსკოეს" საკონტროლო გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნაღდი ფული გადაჰქონდა.

„მესაზღვრეებმა და ფისკალური სამსახურის თანამშრომლებმა ამოიღეს 140 000 გრივნა და 10 000 დოლარი. საქართველოს მოქალაქე ფულის დამალვას პირად ნივთებში ცდილობდა“, - აცხადებენ უწყებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე