1 დაღუპული, 3 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში

საქართველო, თბილისი - 16:20 | 05.01.2018
ნანახია: 1203

გურჯაანის რაიონის  სოფელ ჩალაუბანში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. 

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე