3 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლითა და 5 თვის ვადით - პროკურატურა სააკაშვილის განაჩენზე

საქართველო, თბილისი - 12:16 | 05.01.2018
ნანახია: 1132

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე თავისუფლების 3 წლით აღკვეთის გარდა, დამატებითი სასჯელის სახით ერთი წლითა და ხუთი თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოართვა, ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

,,თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდების საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მას სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. მასვე 2 (ორი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა  ერთი მეოთხედით და საბოლოოდ 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება."- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 

მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები. განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა. სასჯელის სახით სასამართლომ სააკაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.

სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე