სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს

საქართველო, თბილისი - 10:52 | 05.01.2018
ნანახია: 865

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქართველოს მესამე პრეზიდენტს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ ის დამნაშავედ მიიჩნია და 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები თითქმის, 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე