სუს-მა აჰმედ ჩატაევთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალები გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 17:12 | 04.01.2018
ნანახია: 2267

პანკისსა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციებისას დაკავებულთა კავშირი აჰმედ ჩატაევთან დადგენილია, ამის შესახებ ინფორმაციას სუსი გაავრცელა.

გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან. 

ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოიღებულია ვიდეკადრები, რომლებშიც ჩანს თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმატოვი თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. 

ბინიდან, რომელშიც აჰმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, რომელშიც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. სასამართლოს გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შესწავლა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე