სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა, 1-ელი იანვრიდან შევიდა ძალაში

საქართველო, თბილისი - 15:44 | 04.01.2018
ნანახია: 1347

შინაპატიმრობა, როგორც სასჯელის ახალი სახე 2018 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მოამზადა. აღნიშნული პარლამენტმა სამი მოსმენით დაამტკიცა.

ცნობისთვის, სასჯელის ახალი სახე - შინაპატიმრობა სრულწლოვანმსჯავრდებულებზე გავრცელდება. ამ დრომდე აღნიშნული სასჯელის სახე მხოლოდ არასრულწლოვანთა მიმართ გამოიყენებოდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა არასაპატიმრო სასჯელის სახეა და მსჯავრდებულისთვის დღე-ღამის განსაზღვრულ პერიოდში თავის საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულებას ითვალისწინებს. 

"შინაპატიმრობა, მოსამართლის მიერ შესაძლოა, დაენიშნოს ნასამართლობის არმქონე პირს ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით; შინაპატიმრობა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად; პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს კი, სასჯელი შინაპატიმრობით შეიძლება შეუცვალოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, შინაპატიმრობა, როგორც წესი, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების გამოყენებით აღსრულდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ. 
 პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მონიტორინგის ცენტრი. პირსრომელსაც სასჯელის სახედ შინაპატიმრობა აქვს განსაზღვრულიროგორც წესიფეხზესპეციალური სამაჯური უმაგრდება, რომელიც ელექტრონულად დაკავშირებულია მონიტორინგის ცენტრთან. განსაზღვრული დღის განრიგის, პერიმეტრის დარღვევის ან სამაჯურის დაზიანების შემთხვევაშისიგნალიელექტრონული მონიტორინგის ცენტრს გადაეცემა. სწორედ ამის შემდეგ იწყება შესაბამისი რეაგირება დარღვევაზე. 

შინაპატიმრობა არ დაენიშნება გაწვეულ სამხედრო მოსამსახურესა და ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირს. 

შინაპატიმრობის მოხდის პერიოდში, მსჯავრდებულს საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ეკრძალება. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე