რიანას ძმა მოკლეს

საქართველო, თბილისი - 16:31 | 28.12.2017
ნანახია: 1056

ბარბადოსზე მომღერალ რიანას 21 წლის ძმა ტავონ კაიზენ ალეინი მოკლეს. ამის შესახებ მომღერალმა „ინსტაგრამის“ თავის გვერდზე დაწერა.

ახალგაზრდა უცნობმა პირებმა სენტ-მაიკლის რაიონში მოკლეს. მას ზურგში რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. ალეინი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, მაგრამ ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.  

რიანამ „ინსტაგრამზე“ ბიძაშვილის ფოტოსურათის ქვეშ დაწერა: „არ მჯერა, რომ ჯერ კიდევ გუშინ ხელში მეჭირე. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ უკანასკნელად ვგრძნობდი შენი სხეულის სითბოს. მეყვარები სამუდამოდ!“

მანამდე ბარბადოსის პოლიციაში აცხადებდნენ, რომ კუნძულზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დანაშაულის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. წელს 28 მკვლელობიდან 22 სწორედ ცეცხსასროლი იარაღიდან მოხდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე