თბილისში „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 16:38 | 18.11.2015
ნანახია: 1851

თბილისში, პეკინის 25-ში „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველებმა ბანკიდან თანხა წაიღებს, თუმცა მისი რაოდენობა უცნობია.

"შევიდნენ იარაღით, რომელიც, როგორც ვიცი, ნამდვილი არ იყო. თანხა წაღებულია სამივე ვალუტაში", - აღნიშნავს მარკეტინგის განყოფილების უფროსი ნატო ბოჭორიშვილი. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე