უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას - გიორგი მახარაძის ემოციური მიმართვა

საქართველო, თბილისი - 11:47 | 28.12.2017
ნანახია: 3628

გიორგი მახარაძე საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის.

მსახიობის მიმართვას სოციალურ ქსელში მისი მეგობარი რეჟისორი მარიამ ქაცარავა ავრცელებს.

,,პირველ რიგში მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ემიგრანტებს, იმ ადამიანებს ვისაც პირადად არ ვიცნობ მაგრამ გვერდში მიდგანან და თითოეულ ადამიანს ვინც მგულშემმატკვივრობს... მოკლედ ამ ეტაპზე ხალხის, მეგობრების და კოლეგების უდიდესი მონდომებით და მხარდაჭერით ის თანხა რაც საჭიროა თურქეთში წასასვლელად გროვდება, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით უდიდეს მადლობას, შემდგომი ეტაპისთვის რა იქნება საჭირო და როგორ, ყველა დეტალს და ინფორმაციას პირადად მე მოგაწვდით სოციალური ქსელის დახმარებით.... ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მერიას და ჯანდაცვის სამინისტროს რომლებიც მზად არიან დახმარებისათვის და გვერდში დგომისთვის, თუმცა ამ ეტაპზე არ გვესაჭიროება მეტი დახმარება, რადგან პირველი ეტაპისთვის საჭირო თანხა თითქმის შეგროვდა.... კიდევ ერთხელ უუუუუდიდესი მადლობა თქვენ ყველას, ძალიან მაგრები ხართ, მიყვარხართ და ვამაყობ რომ ესეთი გვერდში დგომა შეგიძლიათ, მე ყველაფრით რითიც შემეძლება უკან დაგიბრუნებთ ამ სიყვარულს და თანადგომას... წინასწარ გილოცავთ ყველას ახალ წელს, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ მთეეეეელი გულით...

P.S. ეს მადლობა მხოლოდ ამ ეტაპისთვის, გაცილებით დიდი მადლობა მაქვს თქვენთვის გადასახდელი".
გიორგი მახარაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ "თიბისი" ბანკის ანგარიშზე: GE16TB7747845061100065

მსახიობ გიორგი მახარაძეს ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მას მკურნალობა ესაჭიროება საზღვარგარეთ. მკურნალობის ხარჯებს ოჯახი თავისი სახსრებით ვერ ანაზღაურებს.

გიორგი მახარაძე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. მსახიობს რამდენიმე სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული.  განსაკუთრებული პოპულარობა მას სერიალმა ,,ტიფლისმა" და ,,ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. გიორგი მახარაძეს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ის მომღერალ მარიამ როინიშვილზე იყო დაქორწინებული. 

 



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე