მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადავარდა და დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 13:12 | 27.12.2017
ნანახია: 1203

მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა გადავარდა. უბედური შემთხვევა, ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.

გადავარდნის შედეგად, ორივე მუშა დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე