პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა

საქართველო, თბილისი - 11:14 | 26.12.2017
ნანახია: 911

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი ადამიანი დაიჭრა.

მომხდარს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ადასტურებენ და აღნიშნავენ, რომ დაჭრილს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ამ წუთებში შესაბამისი სამედიცინო ჩარევა უტარდება.

ცნობისთვის, პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია დღეს დილიდან, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით, აყვანილია ახმეტ ჩატაევთან კავშირში მყოფი 3 პირი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე