შსს-მ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი აღკვეთა
საქართველო, თბილისი - 10:28 | 26.12.2017 ნანახია: 794შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით, დანაშაულებრივი დაჯგუფების 5 წევრი: 1965 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ჯ.ბ., 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ბ., 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ქ., 1993 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ჯ. და 1991 წელს დაბადებული უ.ე. თბილისში დააკავეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა - ვ.ბ.-მ შეიტყო, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორს დიდი ოდენობით თანხა - ათეულობით ათასი ლარი სამსახურებრივი ავტომობილით უნდა გადაეტანა და თბილისში, კალაუბნის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში ჩაებარებინა. ვ.ბ.-მ, თანამზრახველებთან ერთად, დისტრიბუტორზე ყაჩაღური თავდასხმა განიზრახა და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა.
დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის ტერიტორია შეისწავლეს, იქვე მდებარე მშენებარე შენობაში 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და პისტოლეტი, საბრძოლო ვაზნებთან ერთად, წინასწარ გადამალეს და დანაშაულის ჩასადენად ფუნქციები გადაინაწილეს.
ბრალდებულებმა განზრახვის აღსრულება მიმდინარე წლის 23 დეკემბერს დაგეგმეს, თუმცა სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების გამო, ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთივე წევრი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს და დაგეგმილი ყაჩაღური თავდასხმა აღკვეთეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ გადამალული 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფური ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა