სამედიცინო გამოკვლევით დადგინა, რომ ზვიად რატიანმა ტვინის შერყევა მიიღო - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 12:00 | 25.12.2017
ნანახია: 965

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პოეტ ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.
რატიანი გუშინ, 24 დეკემბერს, სამართალდამცავებმა თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი. რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. როგორც პოეტის ადვოკატმა, ანი ნასრაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთანსაუბრისას განაცხადა,  რატიანს სამართალდამცავებმა მძიმე დაზიანებები მიაყენეს. 
"შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციით, მან ჩაიდინა წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ის იყო დაკავებული. სწორედ ამაზე უნდა იმსჯელოს დღეს სასამართლომ. დაკავების შემდგომ მას სხეულსა და სახეზე არაერთი ფიზიკური დაზიანება აღენიშნებოდა. სამედიცინო გამოკვლევით დადგინა, რომ მან ტვინის შერყევა მიიღო.
ზვიად რატიანი მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლები დაკავების შემდეგ,  რამდენიმე საათის განმავლობაში,  სცემდნენ, აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ამიტომაც,  პროკურატურამ გამოძიება დაიწყო -  სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. დაზიანებებთან დაკავშირებით დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზა", - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ  რატიანი, მისი მხრიდან, რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფს. 
"რატიანი, მისი მხრიდან, რაიმე სახის სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფს, რასაც ჩვენ პროცესზე დავადასტურებთ. ის  ვერ ასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რის გამო გახდა ფიზიკური შეურაცხყოფის მსხვერპლი", - აღნიშნა ადვოკატმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე