კალათბურთის მწრთვნელებსა და მსაჯებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 14:51 | 23.12.2017
ნანახია: 842

რამდენიმე წუთის წინ, გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ 5 პირს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ბრალდებულთაგან 3 დანაშაულს არ აღიარებს, 2 კი, წარდგენილ ბრალში სრულად სცნობს თავს დამნაშავედ. 

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. ადვოკატები სასამართლოს ბრალდებულებისთვის ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე