„ჩაწყობილი თამაშების“ საქმეზე კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:54 | 23.12.2017
ნანახია: 852

„ჩაწყობილი თამაშების“ საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ბრალის ოფიციალურად წარდგენა მიმდინარეობს. 

გამოძიება დაკავებულებს, თანხის სანაცვლოდ სუპერლიგის გარკვეული მატჩების გარიგების ორგანიზებას ედავება.

შეგახსენებთ, სუს-მა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. 

მათი ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე