ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

საქართველო, თბილისი - 12:24 | 23.12.2017
ნანახია: 935

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

ექიმების ინფორმაციით, დაშავებული მოზარდი, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, ქუთაისის ინტერვენციულ საავდმყოფოში გადაიყვანეს. მოზარდს თავის ტვინის დაჟეჟილობა აქვს მიღებული.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. 8 წლის ბიჭი ცენტრალურ საავტომობილო გზას კვეთდა, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთში რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. 

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე