საბერძნეთმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 18.11.2015
ნანახია: 1586

დღეს, საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, პირველივე მოსმენით, მოახდინა ევროკავშირსა და საქართველოსშორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტი ა.წ. 3 ოქტომბერს შეიკრიბა. დროის შემჭიდროვებულ ვადებში, 9 ნოემბერს კი პარლამენტის ეროვნული თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ხმათა უმრავლესობით, მხარდაჭერილ იქნა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი.

საბერძნეთის რესპუბლიკა ევროკავშირის წევრი 26-ე სახელმწიფოა, რომელმაც ზემოაღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. დარჩენილი ორი ქვეყანა უახლოეს პერიოდში გეგმავს შეთანხმების რატიფიცირებას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე