კიევში ქართველი ,,კანონიერი ქურდი" დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:58 | 20.12.2017
ნანახია: 1154

კიევში ქართველი ,,კანონიერი ქურდი" დააკავეს. უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, მას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

უწყების ცნობით, დაკავებული 49 წლის მამაკაცი წარსულში არაერთგზის ნასამართლევია.

„საერთო ჯამში დაკავებულმა საპატიმრო დაწესებულებებში 27,5 წელი გაატარა. ბოლოს ციხიდან 2016 სექტემბერში გამოვიდა, 6 თვის შემდეგ კი უცნობ პირთან კამათის დროს არგუმენტის სახით ცივი იარაღი გამოიყენა” - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე